27 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
კასილასმა წაშალა ტვიტი, სადაც წერდა, რომ ის გეია - რა განმარტებას აკეთებს ფეხბურთელი

მადრიდის "რეალის" და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იკერ კასილასი დღეს მის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

იკერი წერს, რომ ის ჰაკერების მსხვერპლი გახდა. 

"ანგარიში გატეხეს. საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა. ბოდიში ყველა ჩემს ფოლოვერს და რა თქმა უნდა, უფრო დიდი ბოდიში LGBT საზოგადოებას," - ვკითხულობთ ტვიტში.

შეგახსენებთ, რომ დღეს კასილასის "ტვიტერის" გვერდზე გამოვქეყნდა ტვიტი, სადაც ეწერა რომ ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი გეია.  

დღის ამბები