პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება .
როგორც პრემიერმა განაცხადა, არსებობს ბევრი კორპორაციები, მათ შრის არსებობენ ჰაკერები, რომლებსაც შეუძლიათ გატეხონ მობილური ტელეფონი და დაიწყონ მოსმენა, ასევე მოიპოვონ მონაცემთა ბაზა- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსმენებს შეეხებოდა.
კითხვაზე, თუ რატომ უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და მათ არავინ უსმენს.
"არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს,"- განაცხადა პრემიერმა.