ქუთაისი ღვინის დღეებს მასპინძლობს. ფესტივალის ოფიციალური მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. სახელწოდებიდან გამომდინარე ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ღვინოზე.
ადგილზე გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ ჩამოსხმული სხვადასხვა სახეობის ღვინო. მიმდინარეობს როგორც დეგუსტაცია, ასევე გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ბაზრობა ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთებისთვის.
დღის განმავლობაში გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, ცნობილი შეფების მონაწილეობით.
მრავალფეროვანი პროგრამა დღის ბოლოს სუხიშვილების კონცერტით დასრულდება. პროგრამა, მსგავსად სხვა ქალაქებისა, ქუთაისშიც მთავრობის ორგანიზებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავს.