"ღვინის დღეები 2022"- ღვინის ფესტივალი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაშ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაგრძელდება. მიზანი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორთათვის ქართული ღვინის ტრადიციების, წარმოების, მიღწეული შედეგების და სამომავლო პერსპექტივის გაცნობაა.
ერთ-ერთი ეპიცენტრი არის კახეთის რეგიონი, სადაც ფესტივალისთვის განსაკუთრებული სამზადისი იყო. პირველი დღის მასპინძელი თელავია, შემდეგ იქნება სხვა ქალაქები და მუნიციპალიტეტები.
"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საფუძველი ეყრება ქართული "ღვინის დღეების" ფესტივალს საქართველოში. აღნიშნული ფესტივალი 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიმუშაოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე,"-აცხადებს ლევან ანდრიაშვილი