ღვინის დღეების გახსნისთვის დიდი სამზადისი იყო გურიაშიც. გამოფენა გაყიდვა კულტურული ღონისძიებების თანხლებით მათ შორის ოზურგეთშიც მიმდინარეობს. საფესტივალო სივრცეში, რომელიც ქალაქის ცენტრში, სამკუთხა სკვერში მდებარეობს, უკვე განლაგებულია ყველა საჭირო დეკორაცია.
გამოფენა-გაყიდვასთან ერთად აქვე მიმდინარეობს ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება.
ღონისძიებები კონცერტით დაიხურება, რომელშიც ანსამბლი "აფხაზეთი" მიიღებს მონაწილეობას.