27 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს - ადგილობრივებმა აქცია გამართეს

სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ადგილობრივებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მტკიცებით 20 ჰექტარი მიწა, რაც მათი წინაპრების საკუთრება იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მათთვის უკითხავად გაასხვისა.

აქციის მონაწილეებმა ამ ტერიტორიაზე მსვლელობაც მოაწყვეს და ინვესტორთან შეხვედრა მოითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემა არ მოგვარდება და ამ საკითხით ხელისუფლება არ დაინტერესდება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

ოფიციალურ უწყებებს ამ ეტაპზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები