27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ბატონი ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურსს, რომ დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს - ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ზე

საბანკო პრაქტიკაში დამკვიდრებული ჩვეულებრივი წესი, როდესაც ესა თუ ის ბანკი, ჩქარობს ასეთი სკანდალური საქმეები მორიგებით დაასრულოს, ბატონი ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურს ეს დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გარდა სამართლებრივი დავისა ის რაც ხდება ამას შეიძლება ერთი დიდი უმსგავსობა ეწოდოს.

"ეს არის უმსგავსობა, რომელიც დაიწყო 2008 წელს, ბანკის რიგი თანამშრომლების მხრიდან. ბანკმა ეს არ იკმარა, მიუხედავად იმისა რომ ამას მოჰყვა შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის მოხსენება, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან ამ დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა და ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც სახეზე გვაქვს არა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი, არამედ გარკვეული სინდიკატი, რომელიც ერთგვარი შეთქმულებით მოქმედებდა.

ისტორიამ თავისი გაგრძელება ჰპოვა, როდესაც შვეიცარიის პროკურატურამ თავისი წილი უმსგავსობისა შეიტანა და ნაცვლად იმისა, რომ კანონის სადარაჯოზე ყოფილიყო, პასიურობას იჩენდა და ამ პასიურობას დღესაც ავლენს.

შვეიცარიის მართლმსაჯულება, რომელიც იმდენად უცნაურ და ეგზოტიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდა, როდესაც ჩათვალა და თქვა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომ ბანკის ვალდებულება კლიენტის მიმართ არა მათ უშუალო ურთიერთობაზე არის დამოკიდებული, არამედ მესამე პირების მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე.

ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ის, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობას, სიმტკიცეს, კეთილსინდისიერებას უკავშირდება, რეალურად, საქმეში და პრაქტიკაში ამან შეიძინა აბსოლუტურად ამოტრიალებული მნიშვნელობა, ეს გაკვირვებას იწვევეს.

ჩვენთვის უცნაურობა არის ის, რომ მიუხედავად იმ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანისა, რასაც ბანკი განიცდის დავიდან დავამდე, მიუხედავად იმ მრავალმილიონიანი ზარალისა რაც ბანკს ეკისრება ასანაზღაურებლად, ბანკი მაინც აგრძელებს ამ დავის გაგრძელებას. საბანკო პრაქტიკაში დამკვიდრებული ჩვეულებრივი წესი, როდესაც ესა თუ ის ბანკი, ჩქარობს ასეთი სკანდალური საქმეები მორიგებით დაასრულოს, ბატონი ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურს ეს დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს.

მთავარი დასკვნა და რეზიუმე შეიძლება ითქვას არის ის, რომ საქმე, რომელიც ესოდენ დაფუძნებულია ბანკის მხრიდან სიცრუეზე, სიყალბესა და ფაბრიკაციაზე ჩნდება კითხვა, რაში უნდა სჭირდებოდეს ბანკს სასამართლომდე ამ საქმის მიტანა, რა ამოძრავებს ბანკს, რა ხდება?! რატომ ხდება ისე, როდესაც მენეჯმენტი, მიუხედავად ზედაპირზე არსებული სიყალბისა და სიცრუისა, მაინც უგულებელყოფას იჩენს ბანკის ინტერესებისადმი," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" სამართლებრივი დავაში ბერმუდას სასამართლომ მოსარჩელე მხარეს უპირობო გამარჯვება მიანიჭა, სასამართლო დავა სინგაპურში გრძელდება.

დღის ამბები