სამეგრელო ლიტერატურული მოვლენების ეპიცენტრია. ზუგდიდი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ნახევარ საათში ერთხელ ერთმანეთს მწერლები, პოეტები, მთარგმნელები შეენაცვლებიან. ისაუბრებენ საკუთარ წიგნებზე და აქტუალურ თემებზე ლიტერატურულ ჭრილში. დაგეგმილია მუსიკალური საღამოებიც.
ფესტივალს f5 ჰქვია, ადგილობრივებისთვის ეს სახელი უკვე ნაცნობია, რადგან მისი ისტორია 2018 წლიდან იწყება.