27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მზადება ღვინის დღეებისთვის - როდიდან იწყება ფესტივალი, სადაც სტუმრებს 50-მდე კომპანიისგან შეთავაზებული პროდუქციის დეგუსტაცია შეეძლებათ

ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში ხვალიდან დაიწყება. ფესტივალის ერთ-ერთი მისამართი დედაქალაქში ალექსანდრეს ბაღია, სადაც ახლა ბოლო დეტალებს ამზადებენ. სტუმრები ღვინის დეგუსტაციას 50-მდე კომპანიისგან შეთავაზებული პროდუქციით შეძლებენ. ფესტივალში ჩაერთვებიან ცნობილი შეფ-მზარეულებიც. საღამო მუსიკალური ნომრით დასრულდება.

ერეკლე მეფის სასახლის ეზოში სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძების დაგემოვნება ფესტივალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზატორების თქმით, კვირეული არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვისაც საინტერესო იქნება.

კულინარიული მასტერკლასებისთვის ემზადება ქუთაისი. იქნება ყველა ასაკისთვის განკუთვნილი გასართობი აქტივობებიც. საღამო სუხიშვილების კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი მთავრობის ინიციატივით ტარდება. ღვინის დღეები სტარტს 9 ოქტომბრიდან აიღებს და ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 25 ქალაქში გაიმართება.

დღის ამბები