მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"რუსეთის დედაქალაქში დაიწყო კომპლექსური "ღონისძიებები" სამხედროების წინააღმდეგ. ქალაქის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში შევიდნენ ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების სამმართველოს ქვედანაყოფები - რუსეთის გვარდიის "ელიტა". ისინი პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან. ცნობილი ხდება სამხედროების მრავალრიცხოვანი დაპატიმრებების, დაკავებებისა და ბლოკირების შესახებ.
მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონეა გამოცხადებული," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.