27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს - ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფონდი "ქართუ"-ს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ უკვე უკიდეგანო სიდებილეში გადადის ნაცმოძრაობის ტელკლოაკების მავნებლობა. "ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს" - წერს გვიდიანი.

მისი თქმით, არაფერი აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც ამ უნიჭო ტყუილების შექმნა და მერე ამ სისულელეების მხილება.

"უკვე უკიდეგანო სიდებილეში გადადის ნაცმოძრაობის ტელკლოაკების მავნებლობა. ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს.

კლასიკური სიშტერის სინდრომი სჭირთ, ვერასდროს სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც თავიანთ ფეიქ ნიუსზე წაიმტვრიეს ცხვირი. მაგრამ, ხომ არ გგონიათ, რომ ოდესმე დაასრულებენ ამ ცირკს - არა! პირიქით, ხვალ კიდევ გამოვლენ და კიდევ მოიგონებენ ათასგვარ სიგიჟეს. კიდევ მოიტყუებიან იმ იმედით, რომ ამჯერად გაუვათ ტყუილი და ცილისწამება. 

ასე გააგრძელეთ, არაფერი აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც ამ უნიჭო ტყუილების შექმნა და მერე ამ სისულელეების მხილება,"- წერს ანდრია გვიდიანი.

დღის ამბები