27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ოკუპანტები სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას კვლავ აგრძელებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კვლავ მიმდინარეობს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. პროცესი გუშინ დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მავთულხლართების მიღმა ხვდება სოფლის მოსახლეობის ნაკვეთების ნაწილი.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს გამოეხმაურა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

დღის ამბები