27 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ერისთავის თეატრი გორში პრემიერისთვის ემზადება

ერისთავის თეატრი გორში კვლავ პრემიერისთვის ემზადება. 

ამჯერად ნაჩვენები იქნება რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლის პრემიერა - "როგორ იწერება სიყვარული". ეს არის ერთმოქმედებიანი წარმოდგენა, რომლის ფაბულა სასიყვარულო ისტორიაზეა აგებული. სცენიდან, ექვსი მსახიობი და ორი თოჯინა, სიყვარულზე, ერთგულებაზე, ლოდინზე, იმედგაცრუებასა და ისევ სიყვარულზე მოგვიყვებიან. 

სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია 12 + ასაკით განისაზღვრება. საპრემიერო ჩვენების დღეებია 8-9 ოქტომბერი, დასაწყისი - 19:00. 

დღის ამბები