აღდგომის კუნძულებზე ხანძარმა ქანდაკებები დააზიანა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ზოგიერთი მათგანის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ხანძარი 60 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა და ყველაზე მეტად ვულკან რანო-რარაკუს მიმდებარე ტერიტორია დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ჩილეს ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.