გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე, დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
როგორი ამინდი იქნება სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 ოქტომბერს საქართველოს ყველა რეგიონში:
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
გაგრა +25 - უმეტესად ღრუბლიანი
სოხუმი +25 - უმეტესად ღრუბლიანი
ზუგდიდი +27 - უმეტესად ღრუბლიანი
მესტია +22- უმეტესად მზიანი
ფოთი +25 - უმეტესად ღრუბლიანი
ბათუმი +23 - უმეტესად ღრუბლიანი
ოზურგეთი +27 - უმეტესად ღრუბლიანი
ქუთაისი +27 - უმეტესად მზიანი
ამბროლაური +25 - უმეტესად მზიანი
ახალციხე +28 - უმეტესად მზიანი
ბორჯომი +24 - უმეტესად მზიანი
ბაკურიანი +20 - უმეტესად ღრუბლიანი
გორი +22 - უმეტესად ღრუბლიანი
ცხინვალი +21 - უმეტესად ღრუბლიანი
სტეფანწმინდა +17 - უმეტესად ღრუბლიანი
გუდაური +11 - უმეტესად ღრუბლიანი
თელავი +20 - წვიმა
რუსთავი +23 - მოღრუბლული
თბილისი +20 - წვიმა.