27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
კლინიკა "ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი სამედიცინო ექსპერტის ჯეიმს კობის დაშვების საჭიროებას ვერ ხედავს

მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი სამედიცინო ექსპერტის ჯეიმს კობის დაშვების საჭიროებას ვერ ხედავს კლინიკა "ვივა მედი". უარის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გენერალურ დირექტორს საჯარო წერილით მიმართა.

" ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მიეცით საშუალება ექიმს, გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი დღეს ადვოკატებმა და დედამ მოინახულეს. მათი ინფორმაციით, მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია.

"პრაქტიკულად ვეღარ დადის. მაშველი შეუტანეს უკვე, რომ არ დაეცეს, არის ამის საშიშროება, ქანაობს ადამიანი. ახლა რომ ველაპარაკებოდი, სულ იწვა. იღებს საკვებს“, - ამბობს გიული ალასანია.

 

 

დღის ამბები