27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ნიკა მელია სიმართლის თქმას აანონსებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ნიკა მელია სიმართლის თქმას აანონსებს. კონკრეტულად, ვინ უნდა ამხილოს პარტიის თავმჯდომარემ, ჯერ არ ამბობს.  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი წერს მხოლოდ იმას, რომ ამომრჩეველი პარტიის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ინფორმაციას მალე შეიტყობს. რისი თქმა სურს მელიას , ეს უცნობია მისი თანაგუნდელებისთვის, რომელთა ნაწილიც ამტკიცებს რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არა შიდა განხეთქილება, არამედ მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ მათ მიმართ "ქართული ოცნების" მიერ მართული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.

ვიდრე ფაქტებს ფარდა აეხდება, "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნაწილი ღიად საუბრობს შიდა დაპირისპირებასა და კრიზისზე, რომელიც პარტიაში არსებობს. 

"ქართულ ოცნებაში" კი დარწმუნებულები არიან, რომ პარტიაში დაპირისპირება დაფინანსების საკითხმაც გამოიწვია.

რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, საკუთარი მოსაზრება აქვს "ევროპულ საქართველოს", სადაც ფიქრობენ რომ მათი ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს განსხვავებული ღირებულებების გამო უპირისპირდებიან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობასაც გაურბის.

მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებისა და განხეთქილების გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად ელოდება.

 

დღის ამბები