27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ნინო ლომჯარიას ბოლო ანგარიში ომბუდსმენის რანგში - დეპუტატების კითხვები და ნინო ლომჯარიას პასუხები

ნინო ლომჯარიას ბოლო ანგარიში ომბუდსმენის რანგში - ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.

ლომჯარია ამბობს, რომ გასულ წელს, აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 ათასზე მეტი განაცხადი, ცხელ ხაზზე კი 11 ათასამდე ზარი შევიდა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა. დისკუსია გაიმართა საკონსტიტუციო სარჩელზეც, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის მიწების გადაცემას ეხება.

მმართველი გუნდის წევრებმა სახალხო დამცველს უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებაც შეახსენეს. ირაკლი ჩიქოვანს ნინო ლომჯარიამ განუმარტა, რომ მისი პოზიცია იმ კონკრეტულ პერიოდში ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა.

სიტყვით გამოსვლებისა და კითხვების დასმის დროს, ნაკლებად კრიტიკული იყო ოპოზიცია. შეკითხვები დაუწუნეს უმრავლესობასაც.

"თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პრეფერენციების გამოსახატად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ", - თქვა ნინო წილოსანმა. 

წილოსანს უპასუხა ომბუდსმენმა. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი სურვილია საზოგადოებას დაამხასოვრდეს, როგორც ყველას სახალხო დამცველი.

გამოხატვის თავისუფლების ფორმებთან დაკავშირებით, ლომჯარიასთან შეკითხვები "გირჩში" ჰქონდათ. მათ შორის, 5 ივლისის მოვლენებზეც.

პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიასთვის ბოლოა. მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება.

დღის ამბები