27 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"წაქეზებულმა და ორგანიზებულმა მოქალაქეებმა იძალადეს მშვიდობიან მოქალაქეებზე" - ნინო ლომჯარია 5 ივლისის მოვლენებზე

პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენდნენ.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა ნინო ლომჯარას მის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა მის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ სირცხვილისგან მიღებული ტკივილი და წვა შეიძლება იყოს უფრო მძაფრი, ვიდე ბომბისგან მიღებული ტკივილი.  

ნინო ლომჯარიამ განმარტებით, ეს იყო მისი იმ დროინდელი ემოციური მდგომარეობის გამოხატულება.

"არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ომი, თუმცა შეგახსენებთ, როდის გაკეთდა ეს განცხადება ჩემი მხრიდან, რომელიც იყო ჩემი ემოციებისა და ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. ეს იყო ძალიან მალე, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი.

სახალხო დამცველმა უპასუხა 5 ივლისის მოვლენებთან და საჯარო მოწოდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც.  კითხვა ეკუთვნოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრს, ვახტანგ მეგრელიშვილს.

"რაც იყო მოწოდებით გაკეთებული, ის შედეგი დადგა, ანუ წაქეზებულმა და ორგანიზებულმა მოქალაქეებმა იძალადეს სხვა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ამიტომ ეს არის მთავარი განსხვავება, რაც განასხვავებს მაგალითად 5 ივლისის ძალადობის მომწოდებლებს სხვა ტიპის განცხადებებისგან," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები