თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ თანამდებობა დატოვა. გიორგი შერვაშიძემ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
განცხადების თანახმად, მან უკვე მიმართა აკადემიურ საბჭოს.
"გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს," - წერს შერვაშიძე.
"კურიერის" ინფორმაცით, ეს პოსტი შესაძლოა ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჩაიბაროს, თუმცა თავად სამუშია ამას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.