ქალთა ორგანიზაცია ,,ვარდისფერი ოქტომბერი" საერთაშორისო თვეს უერთდება. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა.
ამ თვის განმავლობაში მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ქალებისთვის სხვადასხვა ტიპის აქცია ეწყობა და ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევებით შეურთდა. აქცია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს პრევენციას და მკურნალობას.