საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომელიც 7 ოქტომბრიდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0012-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8043 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0113-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7712 ლარი გახდა.
ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0322-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.1565 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარის კურსის ცვლილება არ მომხდარა. ლირის ღირებულება 0.1510 ლარია.