საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის.
გიორგი შარვაშიძეს კი, სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით ჩვენი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი თამარა დრაგაძე, შუმეროლოგი ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.