27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ნახევარ წელიწადში დანაშაულში 16 საჯარო მოხელე ამხილეს, აღძრულია სისხლის სამართლის 230 საქმე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში

ნახევარ წელიწადში დანაშაულში 16 საჯარო მოხელე ამხილეს. დამატებით აღძრულია სისხლის სამართლის 230 საქმე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს მოყვანილ სტატისტიკაში ცალკე გამოიტანა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები.

კოკა კაციტაძის უწყება ამბობს, რომ მედიაზე განხორციელებული სხვადასხვა სახის თავდასხმებისთვის 9 საქმე აღძრა, პასუხისგებაში კი 6 პირი მიეცა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს, ეს რეგიონებში დამატებით ოფისებია, ამიერიდან მოქალაქეებს სპეციალური სამსახურისთვის მიმართვა ბათუმსა და თელავშიც შეეძლებათ.

დღის ამბები