27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იმედი აქვთ, რომ ფასის კლება გაგრძელდება

ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს. ბენზინსა და დიზელზე მათ შორის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის საფასური 10-დან 50 თეთრამდე შემცირდა.

კონკურენციის სააგენტო, რომელიც ქვეყანაში მაღალი ფასების გამომწვევ მიზეზებს თვეზე მეტია იკვლევს, ამბობს, რომ ნავთობზე ფასების კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასია.

სააგენტო საქართველოს ბაზრის შესწავლის დაწყებიდან 6 თვეში პირველად შედეგებსაც წარადგენს და ამის შემდეგ რეკომენდაციებსაც გასცემს.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იმედი აქვთ, რომ ბენზინის ფასის კლება, როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს ბაზარზეც გაგრძელდება.

დღის ამბები