27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ფესტივალი "ღვინის დღეები საქართველოში" - ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიცია გრძელდება

"ღვინის დღეები საქართველოში" - ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიცია გრძელდება. ფესტივალის დაწყებამდე, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ღონისძიება, რომელიც 25 ლოკაციაზე ტარდება, სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა ტრადიციით დამზადებულ ღვინოს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს გააცნობს.

ტრადიციული, ქართული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, ფესტივალი სხვადასხვა აქტივობას სწორედ "ღვინის დღეების" ფარგლებში გეგმავს. ღონისძიებას დედაქალაქთან ერთად, კიდევ შვიდი რეგიონი გახსნის. 9 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

ღვინის დეგუსტაციისა მასტერკლასების შემდეგ, ბათუმის საფესტივალო დღეს გრანდიოზული კონცერტი დახურავს. ანსამბლი "ფორტე", თემურ თათარაშვილი და ლიზა ბაგრატიონი, - ეს ის მომღერლები არიან, რომელსაც მსმენელი ბათუმის ბულვარის სცენაზე შეხვდება.

ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს, ყველა ქალაქში კონცერტი გაიმართება. ანსამბლი ”შვიდკაცა” მსენელს ორ ლოკაციაზე შეხვდება. 11 ოქტომბერს თერჯოლაში, ფესტივალის დახურვის დღეს კი - სამეგრელოში, - გალა კონცერტზე, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.

ღვინის კვირეულისთვის ემზადება კახეთი. თელავი, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მთელი დღის განმავლობაში, მეწარმეები საკუთარ ღვინოს წარადგენენ. გამოფენები, ექსკურსია მარნებში, - საფესტივალო დღე თელავში გალა კონცერტით დასრულდება. საღამოს მსახიობი ლევან ხურცია წაიყვანს.

ღვინის კვირეული, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზუსტად სამ დღეში, დაიწყება. "ღვინის დღეები საქართველოში" წელს პირველად ტარდება და 9-დან 15 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალის მიზანიც მსოფლიო კალენდარში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა.

დღის ამბები