27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ამ რთულ პერიოდში, საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ უებერმა. მისი თქმით, ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს:

"ვფიქრობ, რეალურად ამ რთულ პერიოდში, საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს, ჩვენ ვუყურებთ, როგორ საშინლად წარმოაჩენენ თავს რუსი სამხედროები უკრაინის ომში. მათი სისუსტით ბევრი ადამიანი გაკვირვებულია. იქ არის კორუფცია და არაკომპეტენტურობა და ვფიქრობ, ეს საქართველოს ისეთ ძლიერ პოზიციაზე აყენებს, როგორც არასდროს ყოფილა. ვხედავთ, რომ ათასობით რუსი მამაკაცი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო, არაპროვოცირებულ თავდასხმაში მონაწილეობა თავიდან აიცილოს. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ყაზახეთში. მივესალმები, საქართველოს მიერ კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას. მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა, ამ არასაჭირო, საშინელ ომში,"- განაცხადა ენდრიუ უებერმა

 

დღის ამბები