27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ოკუპანტების მიერ კვირის განმავლობაში დახვრეტილი 226 ქალი, 260 მამაკაცი და 19 ბავშვი - ბოლო ამბები უკრაინიდან

ხარკოვის გათავისუფლებულ ოლქში უკრაინელებმა ერთი კვირის განმავლობაში 534 დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთა შორის 226 ქალი, 260 კაცი და 19 ბავშვია, კიდევ 29 ცხედარი იმდენადაა დამახინჯებული, რომ სქესის დადგენა ვერ ხერხდება. მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს და ასახიჩრებს ოკუპანტი ნახევრად ოკუპირებულ ზაპოროჟიეშიც, რუსების სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაღუპულებს და დაჭრილებს მაშველები სახლის ნანგრევებში ამ წუთებშიც ეძებენ.

კონტრშეტევებს აგრძელებს უკრაინული არმიაც, რომელმაც დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ხერსონის ოლქში 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. კიევი იარაღით ბრიუსელი კი რუსეთს ისევ სანქციებით ურტყამს. ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც ნავთობპროდუქტების აკრძალვას დადგენილს ფასის ზღვრამდე, ფოლადის, პლასტმასისა და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს. ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი ევროპის ქვეყნების კომპანიებს რუსეთისთვის კომპიუტერულ, ტექნოლოგიურ, საინჟინრო და იურიდიული მომსახურების გაწევას უკრძალავს.

იკრძალება რუსეთში სამოქალაქო იარაღის ექსპორტიც. სანქციების მერვე პაკეტში სპეციალურად დაამატეს პუნქტი რომლის თანახმად ევროპის ტერიტორიაზე არ უნდა მოხვდეს არცერთი სახის პროდუქტი რომელიც პუტინის მიერ უკანონოდ მიერთებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქშია ნაწარმოები.

დღის ამბები