27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
მადლობა ევროპელ პარტნიორებს, საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი პლატფორმის შემოთავაზებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება.

ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ევროპელ პარტნიორებს საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი პლატფორმის შემოთავაზებისთვის.

"მოხარული ვარ, დავესწრო EPC-ის პლენარულ სხდომას ჩეხეთში. მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი პლატფორმის შემოთავაზებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა საქართველოს ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევაში ," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი

დღის ამბები