27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პრაღაში ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე, რომელიც პრაღაში იმართება, თემატური პანელების პარალელურად დღეს ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრებიც.

ოთხმხრივი შეხვედრა შედგა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ემანუელ მაკრონის საუბრის თემა იყო რეგიონში არსებული სიტუაცია და უსაფრთხოების საკითხები.

ილჰამ ალიევთან შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დახურულ შეხვედრაზე 44 ქვეყნის ლიდერს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ  მთავარი გამოწვევა ევროპის კონტინენტზე არის ის, რომ დასრულდეს ომი.

დღის ამბები