"ემეგობრე პოლიციას" - შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიას განაგრძობს. ღონისძიებებს ამჯერად რუსთავი მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედანზე სხვადასხვა დეპარტამენტის სპეც ტექნიკა გამოიფინა.
კამპანიის მიზანია, მოზარდებში უსაფრთხოების და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს.