ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროექტის "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)" დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა ბენეფიციარ ბიზნეს კომპანიებთან ერთად, მათ მიერ შექმნილი და კომპანიებში დანერგილი ICT გადაწყვეტები წარადგინეს.
დახურვის ცერემონიას დაესწრნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი, პროექტის ორგანიზატორები, პროექტში ჩართული ბიზნეს ორგანიზაციები და სტუდენტები.