27 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, გარდა ორისა, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას - ირაკლი კობახიძე

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას, აშშ-ს ელჩზე თავდასხმებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მას ელჩზე მხოლოდ ორი თავდასხმა ახსენდება და მათი ავტორები ნიკა გვარამია და ნიკა მელია იყვნენ.

"მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო. ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, ანუ მათ ქონდათ ასეთი განცხადებები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებს ურთიერთობებს და ა.შ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვექნებოდა გამიჯნვა, მაგრამ მე შეგახსენებთ რომ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით, მერე კითხვებს არ გაეცა პასუხი და მოჰყვა ამას მათი ინტერპრეტაცია. ეს რა თქმა უნდა არ არის თავდასხმა, საქართველო ამაყობს იმით რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც და ბუნებრივია გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს," - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზოგადი განცხადებები ყოველთვის დამაბნეველია და სჯობს რომ გაკეთდებს უფრო მკაფიო აქცენტები.

"ჩვენი დამოკიდებულების, ჩვენი მიმართულების, ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი მეგობრობის, ყველაფრის მიუხედავად, შემიძლია ძალიან მოკლედ ვთქვა ერთი რამ, თუ მკაფიო არ იქნება უფრო და დეტალებზეც კი თუ საჭირო გახდება, არ იქნება საუბარი, მაშინ ზოგადი განცხადებები ყოველთვის იქნება დამაბნეველი. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთხოვო ნებისმიერს, ჩვენს პარტნიორს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად, ხომ არ ჯობია გავაკეთოთ ერთი განცხადება მაინც, რომელიმე იმ განცხადებებს შორის რომლებსაც ისინი გულისხმობენ, რა იყო აქ ტყუილი," - ამბობს მდინარაძე.

დღის ამბები