27 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
1267 შეტყობინებაზე რეაგირება, 246 საქმეზე დაწყებული გამოძიება, 34 პირზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა - საგამოძიებო სამსახურმა ანგარიში წარადგინა

6 თვეში 1267 შეტყობინებაზე რეაგირება, 246 საქმეზე დაწყებული გამოძიება, 34 პირზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ანგარიში წარადგინა.

კოკა კაციტაძემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 6 თვიანი მუშაობის შესახებ დეტალურად მოუყვა.

კაციტაძემ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამსახურის სწრაფ რეაგირებას ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების პროცესსაც.

"გამოჩნდა, რომ სამსახურმა ამ 6 თვეში შეძლო და შეიმუშავა შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც სრულად უზრუნველვყავით გამოძიების გამჭირვალობა. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეებს,"- აცხადებს კაციტაძე.

ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაესწრო. შალვა პაპუაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

"დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობა არის შეთანხმების ნაწილი და ასევე იცით, რომ ეს იმ 12 რეკომენდაციიდან არის ერთ-ერთი რომელიც შესასრულებელია,"- აცხადებს პაპუაშვილი

დღის ამბები