მექსიკაში სროლას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. მექსიკის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტზე კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" მოაწყო. შეტაკებისას დაიღუპნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ქალაქის საკრებულოს თანამშრომლებიც.
მედიის ინფორმაციით, სანამ საკრებულოზე მოხდებოდა თავდასხმა, მანამდე ქალაქის ყოფილი მერი, ხუან მენდოზა საკუთარ სახლში მოკლეს. ქალაქი სან მიგელ ტოტოლაპანი მდებარეობს იმ რეგიონის შუაგულში, სადაც ნარკოკორტელები აკონტროლებენ სიტუაციას, ვარაუდობენ, რომ თავდასხმაც სწორედ მათი განხორციელებულია.
ადგილზე მობილიზებულია თავდაცვითი ძალები და პოლიცია. ტერიტორიაზე თავდამსხმელს ეძებენ.