მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვამ სამშობლო დატოვა, რუსეთში მისი სიმღერები ყველა რადიოსადგურიდან ჩახსნეს. რადიოკომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ პუგაჩოვას სიმღერები დიდი ხანია მათ სიხშირეებზე აღარ ჟღერს, რადგან ახალი კომპოზიციები აღარ ჩაუწერია.
ჰოლდინგში "ევროპული მედიაჯგუფი" კი ამბობენ, რომ მუსიკალურ პროგრამას ჩარტების და ჰიტ-აღლუმების მიხედვით ადგენენ. პუგაჩოვას სიმღერები კი თანამედროვე კომპოზიციების რეიტინგში არ შედის, ამიტომ მომღერლის შემოქმედება ბადიდან დიდი ხანია, ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, უცხო ქვეყნის აგენტად დაასახელა. მას ბრალს სდებენ უკრაინიდან თანხის მიღებაში, პოლიტიკური საქმიანობის სანაცვლოდ.
პასუხად ალა პუგაჩოვამ რუსეთის ხელუსუფლებას განუცხადა, რომ მასაც მიანიჭონ უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი. მომღერალმა შვილებთან ერთად რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.