27 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ზამთარი იქნება რთული, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებით - ზელენსკი

ზამთარი იქნება რთული, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა გაზისა და ნახშირის მარაგებს აგროვებს. უკრაინის პირველმა პირმა ხერსონზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში დამატებით 3 დასახლება გათავისუფლებულია.

"მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, "ოლექსანდრიას" პერსონალი, რომ შექმნეს პირობები ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის, აქტიური ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადებისთვის. ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ ყველაფერს - გაზს, ნახშირს. ვმუშაობთ, რომ ყველაფერს მომზადებული შევხვდეთ.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები