27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
"არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება" - შეუერთდებიან თუ არა "ხალხის ძალას" "ოცნების" სხვა წევრები

მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ყაველაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში შეკითხვაზე, ელოდება თუ არა მათი მოძრაობა, რომ "ქართული ოცნების" გუნდიდან მათ კვლავ შეუერთდებიან, განაცხადა, რომ "ოცნების" შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ:

"მინდა გულწრფელი ვიყო, "ოცნების" შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ ჩვენს პოზიციონირებას ყველაზე სწორად და მკაფიოდ იღებს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

დღის ამბები