27 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
"უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ფსევდო-რეფერენდუმებისგან ამ კვირას უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით. ამის შესახებ მან საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს ფრონტის წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. კერძოდ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები