კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მათთან მომავალი წლის გეგმა განიხილა. მინისტრმა სპორტული სასახლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო მძლეოსნობის ფედერაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.