27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
კახეთის შემდეგ რაჭა - სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამჯერად საქართველოს მაღალმთიან რეგიონში იწყებს

ოქტომბრის თვეს რაჭაში მეღვინეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროდუქციის რეალიზებამდე რამდენიმე ნაბიჯი რჩება. რთველი აქტიურ ფაზაში შედის, მისი დასრულების შემდეგ კი მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული ჯიშის ყურძნის შესყიდვა სუბსიდიის ფარგლებში შეეძლებათ. 

რთველის პერიოდში, ყურძნის შესყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა 30-მდე კომპანიამ. რაჭის რეგიონში შექმნილია 10 ახალი საწარმოც.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და პროგნოზებზე ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ შამუგიას განცხადებით თითოეული მევენახის მიერ ყურძნის სრულად ჩაბარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით რთველის პროცესში, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე უწყების მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს.

რთველის ფარგლებში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1500-1700 ტონის ფარგლებშია.

დღის ამბები