27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
როგორ აფასებს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" 10-წლიან მმართველობას და რა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა დღეს სესიაზე

პარლამენტის სასესიო კვირის ტრადიციული განცხადებების დრო "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მმართველობის 10 წლიან შეფასებას დაუთმო. პარტიის ლიდერის განცხადებით, 2012 წელს სახელისუფლებო გუნდმა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში გარდამტეხი როლი ითამაშა .

ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებს წარსულზე საუბრის ნაცვლად, მეტი ყურადღება პრობლემებს დაუთმონ. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ კრიტიკას დემოკრატიის ხარისხი იწვევს.

ოპოზიციის ნაწილს მმართველმა პარტიამ შეახსენა, რომ საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება თავადაც უნდა ისწავლონ.

12 პუნქტიანი დავალების შესრულების პერსპექტივას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ისევ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ხედავს. "ნაციონალური მოძრაობამ” ამ კონტექსტში, დღეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა, პროტესტი კი პარლამენტის სხდომაზე სააკაშვილის ბანერის გაშლით გამოხატა.

პოლიტიკური განცხადებებით დღეს ყველაზე მეტჯერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ისარგებლეს. პარტიის წევრების ნაწილმა სახელისუფლებო გუნდს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ სოსო გოგაშვილის იმ განცხადებაზე, რომელიც მან შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით გაავრცელა.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, სხდომა დღის წესრიგით გათვალიდწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

დღის ამბები