27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც ზურაბ ადეიშვილს, ასევე დავით ჭაკუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით.

ბრალდების მხარე მეორე ინსტანციაში სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი მსჯავრდადებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

"ბრალდების მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მსჯავრდებულთა მიმართ დადგენილი სასჯელის ნაწილში, ჩვენ ვითხოვდით უფრო მკაცრ სასჯელს მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ სისტემური დანაშაული შენიღბულიყო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენში იყო პატიმართა წამების სახით. დავით ჭაკუამ და ზურაბ ადეიშვილმა ორგანიზება გაუწიეს პატიმართა წამებას და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით, შეეცადნენ მომხდარი დაებრალებინათ იმჟამინდელი ოპონენტი "ქართული ოცნებისთვის" - პროკურორი გიორგი მუჯირი.

საქმე ეხება 2012 წლისთვის ცნობილ კადრებს, სადაც პატიმრების წამებაა ასახული.

დღის ამბები