ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონის სოფელ დავიდოვ ბროდში უკრაინის დროშა აღმართეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ რომან ლოზინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობს.
"დავიდოვ ბროდი! დაბრუნებულია! ახლახან იქ ჩვენი დროშა აღიმართა! შევხვდებით მდინარე ინგულეცზე!" - დაწერა დეპუტატმა.
ლოზინსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 35-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები სოფელში მდებარე კოშკზე უკრაინის სახელმწიფო დროშას ამაგრებენ. ამ დროისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან სოფელ დავიდოვ ბროდის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.