ბელარუსი რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, მაგრამ ჯარისკაცებს ამ ეტაპზე არ აგზავნის - ალექსანდრ ლუკაშენკოს აღიარებას ბელარუსული მედია ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, ამის მიუხედავად ბელარუსი უკრაინაში საბრძოლველად თავის ჯარისკაცებს ამ ეტაპზე არ აგზავნის. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსში მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ არის.
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის ჯარები ომისთვის მზადყოფნაში არიან და მათი მოდერნიზაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.