27 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები, ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში ჩათრევასაც ცდილობენ - ვიქტორ ჯაფარიძე

"ხალხის ძალის" ახალი წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მმართველი პარტიიდან ახალ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის მთავარ მიზეზად მოსახლეობის ინფორმირებულობას და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებს:

"კულისებში ბევრი რამ წყდება, არ გამოდის საჯაროდ, ამიტომ ვთვლით, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს ის გონივრული გადაწყვეტილებები, რასაც ღებულობს ზოგადად ჩვენი ბრძენი ხალხი. ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში ჩათრევასაც ცდილოს ზოგიერთი პოლიტიკოსი, გნებავთ ჩვენთან, გნებავთ სხვა ქვეყნებიდან," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მის მიერ "პოსტ TV-ის" წილების შეძენას და განაცხადა, რომ დეტალები მის მიერ დეკლარაციის შევსების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები