27 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ყაზანელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ სამხედრო კომისარიატს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა - ის მობილიზაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებდა

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პროტესტის ნიშნად, ყაზანის სკოლის  მე-11 კლასელმა გოგონამ, სამხედრო კომისარიატის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. სკოლის მოსწავლე მობილიზაციის პროცესთან ერთად უკრაინაში ომს აპროტესტებდა.   

პროტესტი და მით უმეტეს, ამ ფორმით, დაუსჯელი არ დარჩა. რუსმა სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლე ადგილზევე დააკავეს. 

ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

დღის ამბები