27 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ვის ეკუთვნის ოლიგარქის სტატუსი - პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე დისკუსია გრძელდება

ვის ეკუთვნის ოლიგარქის სტატუსი - პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე დისკუსია გრძელდება. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, კანონი ამ ფორმით არ პასუხობს ევროკავშირის მითითებას და რეკომენდაციაში კონკრეტულად არ არის გაწერილი ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის
დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონპროექტი არსებული სახით ვერ პასუხობს იმ პრობლემას, რომელზეც საქართველოს ევროკავშირმა მიუთითა.

"ევროკავშირი ელის იმას, რომ საქართველოში კონკრეტული პირის განუსაზღვრელი ძალაუფლება და თვალებში შემყურეობა დასრულდება და ინსტიტუტები თავად იმოქმედებენ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტმა სახელობითად მიუთითა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუ ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი და კრემლთან დაკავშირებული პირი.

განსხვავებული პოზიცია აქვს "ქართულ ოცნებას". საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონში ვერ ჩაიწერება კონკრეტული სახელი და გვარი.

"არავინ არ უჭერს მხარს, სახელებზე და გვარებზე დაყრდნობით რაიმეს შემუშავებას, ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ კონკრეტული საკითხი ჩვენი პოლიტიკური სივრცისთვის არის გამოწვევა, ამას უნდა ვუპასუხოთ შესაბამისი  მექანიზმებით და არა სახელები და გვარები ჩაწერო კანონპროექტში," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კანონპროექტი ეხება გავლენიან პირებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წონა აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, აქვთ გავლენა მედიაზე და არიან მონოპოლიური ბიზნესის მფლობელები. ცვლილებების მიხედვით, ოლიგარქს ასევე ეკრძალება დაეხმაროს პარტიას და დააფინანსოს ნებისმიერი პოლიტიკური კამპანია, მიტინგი ან დემონსტრაცია

დღის ამბები