27 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის საავადმყოფოზე განხორციელებული იერიშისას 1 ადამიანი დაიღუპა - ომის 223-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 223-ე დღეა და აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება - 1 ადამიანი დაიღუპა და 1 მძიმედ დაშავდა ხარკოვის საავადმყოფოზე განხორციელებული იერიშისას. როგორც ოლქის გუბერნატორი აცხადებს, საავადმყოფოს შენობა მთლიანად განადგურებულია.

რუსულმა ძალებმა ღამით რეგიონზე საჰაერო იერიში განახორციელეს, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხარკოვის ოლქში უკრაინულმა არმიამ წარმატებას მიაღწია და კიდევ ერთი დასახლება, ბოროვა გაათავისუფლა.

გათავისუფლებულ ტერიტორიებს დაემატა ხერსონის არხანკელსკი და მიროლუბივკა.

აფეთქების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სკადოვსკში, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეზეც, გამოყენებულია ათობით "ეს-300" ტიპის რაკეტა.

დღის ამბები