მწვერვალ დედაენაზე ტრაგიკულად დაღუპული, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიას სახელი დღეს თბილისის ზღვაზე არსებულ სპორტულ კომპლექს მიანიჭეს. საფეხბურთო ბაზის მშენებლობა ილია კოკაიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი შვილებმა დაასრულეს. თანამედროვე სპორტულ კომპლექსში მომზადებას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც გადის.
ილია კოკაიას გასახსენებლად სპორტულ კომპლექსში, რომელმაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მილიონობით ლარი დახარჯა, მეგობრები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები შეიკრიბნენ.
საფეხბურთო სპორტული კომპლექსის გახსნის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საფეხბურთო ცენტრი სრულიად არის გამართული და ევროპულ სტანდარტებს პასუხობს.
"მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ინფრასტრუქტურა შეექმნა საქართველოში და ეს ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნდა. სამწუხაროდ მან ვერ მოასწრო ამის განხორციელება და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა მისი დაწყებული საქმის გაგრძელებას," - განაცხადა ილია კოკაიას შვილმა, ნინო კოკაიამ.
ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ილია კოკაიას ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები.
"ილია იყო ადამიანი, რომელიც ფეხბურთზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრს დააკლდა, ქალაქს, ქართულ ფეხბურთს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ადგილი, სადაც მოხვალ და კიდევ ერთხელ გაიხსენებ როგორი ქომაგი და კარგი, ნამდვილი ადამიანი ჰყავდა საქართველოს," - განაცხადა სატელევიზიო პროექტების დირექტორმა თაკო ფხაკაძემ.
ავტორი: ოთო თევზაძე